ჯანდაცვა
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ კარდენახელებს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ - მარინა კაპანაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდეხაში სტუმრად მყოფ პირთან კავშირში მყოფ მოქალაქეებზე დაკვირვებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმები ახორციელებენ. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე განმარტავს, მათ არანაირი სიმპტომები არ აქვთ.

„დადასტურებულია 12 თუ 13 კონტაქტი, ვინც ამ სუფრასთან იმყოფებოდა. მათ ამ ეტაპზე არავითარი ჩივილები არ აქვთ. კონტაქტირებულებზე დაკვირვებას ვაწარმოებთ. ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ეს ბიჭი კარდენახში იმყოფებოდა 19 მარტს. მასთან კონტაქტიდან ორკვირიანი ვადა, ფაქტობრივად 2 დღეში იწურება.“

მარინა კაპანაძის თქმით, აღნიშნულ პირს კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდა. ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ პირს, რომელიც 19 მარტს სოფელ კარდენახში პაპის გასვენებაში იმყოფებოდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.





| Print |
FaceBook Twitter Google