ჯანდაცვა
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა. ამ დროის მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობა 27 ადამიანს მოეხსნა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონის მასშტაბით 10 საკარანტინო ზონაში 604 პაციენტი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში - 54.


რაც შეეხება ე.წ ცხელების ცენტრებს, რეგიონში ამ რეჟიმში სულ 4 საავადმყოფო ფუნქციონირებს: თელავში -2, საგარეჯოში-1, ლაგოდეხშიც - 1 კლინიკა. ამ ცენტრებში მოქალაქეების მიღება ხდება შერეული რეჟიმით.

"საავადმყოფოები იღებენ როგორც ჩვეულებრივი სომატურ, ასევე ცხლების ანუ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს. მოხდა ზონების გადანაწილება, რომ პაციენტებს შორის ერთმანეთში კონტაქტი არ მოხდეს. ეს მკაცრად კონტროლდება"-, განმარტავს ნელი ხიზანიშვილი.

ამ დროის მონაცემებით, კახეთში COVID-19-ით ინციცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google