ჯანდაცვა
საჭიროა სოციალური დისტანცირება, წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე - ამირნა გამყრელიძე



„ სამწუხაროდ, ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად ასე ვთქვათ, „გაიწელა“, მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად მოემზადა. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის, შემიძლია გითხრათ. ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება და ვნახოთ“, – განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

ამირნა გამყრელიძის განცხადებით, საჭიროა, რომ ყველამ დაივიცვას ის ღონსიძიებები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და თვითიზოლაცია. მისივე რეკომენდაციით, აუცილებელია პირადი ჰიგიენ და ნაკლები დიდი შეხვედრები.

„საჭიროა ნაკლები დიდი სუფრები, ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია სუფრები. ამ ბრძოლაში პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება. წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ხალხი, ამისთვის საჭიროა, სოციალური დისტანცირება, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ შეიძლება ნაკლები დაზიანება იყოს“.


საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ადამისნის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილი 79 წლის ქალი, ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს განეკუთვნება.
| Print |
FaceBook Twitter Google