ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კიდევ
მოიმატა და ჯამში 174 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 36.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5010 პირი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშაა - 350.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით
81 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების პირველი
შემთხვევა კი
გუშინ დაფიქსირდა. კორონავირუსის პირველი
მსხვერპლი საქართველოში 79 წლის ქალია, რომელიც
ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტრს
განეკუთვნება.
მასალის გამოყენების პირობები