ჯანდაცვა
7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა
7 აპრილი, მსოფლიო ჯანდაცვის დღეა და ყოველ წელს სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს ეს დღეს უკავშირდება ექთნებისა და ბებია ქალების მოღვაწეობას.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. ჩვენთან ერთად, ექიმებთან ერთად წარმოუდგენელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, თუ მათ გვერდში არ უდგანან ექთნები, ბებიაქალები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი.
დღეს, როდესაც არის ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემია მთელ მსოფლიოში, წინა ხაზზეა მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის განსაკუთრებულია ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის როლი. ამიტომ წელს გადავწყვიტეთ, რომ ვირტუალური გამოფენა მოვაწყოთ „სამედიცინო პერსონალი კოვიდ 19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“. გვიუნდა სხვადასხვა კოლაჟებით, სურათებით მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს დგანან ამ ძალიან რთულ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი სამედიცინო პერსონალი და ხაზს ვუსვამ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებულ დამსახურებას.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ კოვიდდან ბრძოლაში მთავარი იარაღია სოციალური დისტანცირება.

შეგახსენებთ, რომ ეს დღე 1948 წლიდან აღინიშნება და უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიღებას.

გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე.
| Print |
FaceBook Twitter Google