ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 195 პირია ინფიცირებული
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 39.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 პირი, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 370.

საქართველოში ასევე არის გარდაცვალების 2 შემთხვევა. 

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.
| Print |
FaceBook Twitter Google