ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამ დროის მონაცემებით საქართველოში გამოჯანრთელებული პაციენტების რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, დადასტურებული 208 შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმშია - 4682,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 375 ადამიანი.

გარდაცვლილია 3 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google