ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 242-მდე გაიზარდა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 60. გარდაცვლილია  3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 405.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, აქედან ვირუსი ორ შემთხვევაში სომხეთიდანაა შემოტანილი და ერთი თურქეთიდან, იქ დადასტურებული შემთხვევებია და ამიტომ აღრიცხვა „ჯანმოს“ მონაცემებით ცალკე უნდა განვიხილოთ.





| Print |
FaceBook Twitter Google