ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა
ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 6 პაციენტს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 69. გარდაცვლილია - 3.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 463.
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ STOP.COV.GE-ზეა განთავსებული.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში გვყავს 30 ინფიცირებული და ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გახანგრძლივდეს 10 მაისამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google