ჯანდაცვა
კორონავირუსისგან 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს კიდევ 2 შეემატა და ჯამში კლინიკა 71-მა პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის ვირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა.

მათ შორის გარდაცვლილი - 3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 463.
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში გვყავს 30 ინფიცირებული და ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა დღეიდან 10 დღით აიკრძალოს.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გახანგრძლივდეს 10 მაისამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google