ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია ოთხი. გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული ქალია. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა და ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

დღის ბოლოს 3-ით გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხიც, ამ დროისთვის 388 ინფიცირებული პაციენტია.
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 86.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 519.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google