ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

დღეის მდგომარეობით კორონავირუსით უკვე შვიდი პაციენტია გარდაცვლილი.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანში 566 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 207.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 548.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google