ჯანდაცვა
ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფ პირებს ნუკრიანში ტესტირება უტარდებათ
ამ წუთებში სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ 4 მოქალაქეს, მათ შორის კორონავირუსით დაინციფირებული თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანს, სპეციალისტები ნიმუშებს უღებენ. ბიოლოგიური მასალა დღესვე ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება , რომლის პასუხები დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ადგილზე იმყოფებიან სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები.

"დაინციფირებული ექიმის მეუღლეს და მასთან კონტაქტში მყოფ 3 მეზობელს ბიოლოგიური ნიმუშები ავუღეთ. ვუტარებთ თერმოსკრინინგსაც, თუმცა ამ ეტაპზე მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ოთხივე მოქალაქე თავს კარგად გრძნობს,"- ამბობს სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, თენგო მოსულიშვილი.

თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ეთქანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიაში 27 აპრილს მეუღლესთან რამდენიმე საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. მალევე მას კორონავირუსი დაუდგინდა.
| Print |
FaceBook Twitter Google