ჯანდაცვა
ყვარელში სასწრაფოს ექიმს ვირუსი არ დაუდასტურდა
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელსაც პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ტესტი იყო ხარვეზიანი.

„ჩემი ინფორმაციით, არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი. თუმცა, ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შესაბამისად უნდა ენდოთ მათ განცხადებას.
შესაძლოა, ეს იყოს ტესტის ხარვეზი. ცრუ დადებითი არ არის გამორიცხული, რომ იყოს PCR ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც, რომელიც ასევე ექვემდებარება გადამოწმებას და სწორედ ამიტომ ხდება ამ შედეგების გადამოწმება რამდენჯერმე“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კოვიდ 19-ის ყვარელში სასწრაფოს ექიმს 2 მაისს დაფიქსირდა. ის ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

| Print |
FaceBook Twitter Google