ჯანდაცვა
კორონავირუსისგან კიდევ 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთ რიცხვი გაიზარდა, ამ დროისთვის კლინიკა უკვე დატოვა 269 პაციენტმა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გარდაცვლილია - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 523.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკურ ინფორმაციას მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს.


| Print |
FaceBook Twitter Google