ჯანდაცვა
ყვარელში სასწრაფოს ექიმს 2 PCR კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს PCR მეთოდით სულ სამი კვლევა ჩაუტარდა. მისივე განმარტებით, პირველი ტესტირებით პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო ამავე მეთოდით ჩატარებული დამატებით ორი კვლევის შედეგით კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა.


“მედიკოსს ჩაღრმავებული კვლევა უტარდება. ექიმები იკვლევენ სხვა კორონავირუსი ხომ არ აქვს. ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას და კარანტინში გადავა”.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 143 ნიმუში გაგზავნეს დაარცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. უარყოფოთია ასევე 4 მაისს გაგზავნილი 64 ნიმუშის ტესტირების პასუხი. აღნიშნული საეჭვო შემთხვევის გარდა, კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება.



| Print |
FaceBook Twitter Google