ჯანდაცვა
საგარეჯოში ინფიცირებული ექთნის მეუღლეს კორონავირუსი არ გამოუვლინდა
„გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, გუშინ იყო 9 საოჯახო და 30 სამედიცინო კონტაქტი, თუმცა, დღის ბოლოს სამედიცინო დაწესებულების ვიდეოკამერებიდან ამოღებული მასალის საფუძველზე ეს წრე 7-მდე შემცირდა, ანუ დღეის მდგომარეობით საგარეჯოში კონტაქტების რაოდენობა არის 16,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას ნელი ხიზანიშვილის თქმით, იქ აღებულია 21 ნიმუში და მისი ტესტირების პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კახეთიდან გაგზავნილი ანალიზის პასუხებიც დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
„გუშინ გაიგზავნა 42 ნიმუში და ჯერჯერობით ყველას პასუხი არ გვაქვს. მივიღეთ 5 კონტაქტის პასუხი და ყველა უარყოფითია, მათ შორის მეუღლის.“

როგოც ხიზანიშვილი ამბობს, მედდასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google