ჯანდაცვა
ინფიცირებული ექთნის კონტაქტებს საგარეჯოში კორონავირუსი არ გამოუვლინდათ
დაინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოევრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს.

როგორც დღეს ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 42 ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, მათ შორის სამედიცინო სფეროს და ოჯახის წევრების ანალიზები, თუმცა ტესტმა დაადასტურა, რომ ისინი ამ ვირუსის მატარებლები არ არიან.

ექთანს COVID-19 ორი დღის წინ კახეთში, მიზნობრივი PCR ტესტირების პარგლებში ჩაუტარდა. ანალიზბმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი აქვს.

ის წარმოშობით საგარეჯოდან არის და ბოჭორიშვილის კლინიკის გარდა , საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსშიც” მუშაობს. მედიკოსი ახლა ბოჭორიშვილის კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა  სტაბილურია.


| Print |
FaceBook Twitter Google