ჯანდაცვა
საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ექთანს, რომელიც საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსა და ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კაში მუშაობდა, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. - ამის შესახებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, მაკა სო­ლო­ღაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და .

მისივე თქმით, რადგან სწრაფ­მა ტეს­ტმა covid19 დააფიწსირა, ხოლო PCR ტეს­ტით ეს არ და­დას­ტურ­და, გა­და­წყდა, რომ ექთანს სიღ­რმი­სე­უ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დეს.

"პირ­ველ ჯერ­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა შემ­დეგ ექი­მე­ბის მიერ პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის შე­დე­გად დად­გა სა­კი­თხი, რომ გა­და­ხე­დი­ლი­ყო კვლე­ვა. მოხ­და კვლე­ვის გა­მე­ო­რე­ბა და გვაქვს უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა უფრო ღრმა კვლე­ვა. ამი­ტომ გა­და­წყდა, რომ ყვე­ლა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვა.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე სა­ბო­ლო­ო პა­სუ­ხი გვექ­ნე­ბა. პა­ცი­ენ­ტი იზო­ლი­რე­ბუ­ლია და კლი­ნი­კა­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულებთან შე­ხე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა,“ - აღნიშნა სო­ლო­ღაშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ, რომ ექთანს კორონავირუსი 7 მაისს კახეთში ჩატარებული მასობრივი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოუვლინდა. ვირუსი არ დაუდასტურდა მასთან კონტაქტში მყოფ არცეთ პირს, მათ შორის, არც ოჯახის წევრებს.





| Print |
FaceBook Twitter Google