ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალებაის კიდევ ერთი, მეთორმეტე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს , რომელიც მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შეიქმნა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაშუ კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევაა.
11-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი, მათი საერთო რაოდენობაა 383.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4246 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 394;

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google