ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 110 შშმ პირს ჩაუტარდა
დღეის მდგომარეობით კახეთიდან ლუგარში სულ გაგზავნილია 2662 ნიმუში. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ნიმუშების აღება გრძელდება ცხელების კლინიკებიდან, კარანტინის სივრცეებიდან და ასევე მიმდინარეობს მიზნობრი ჯგუფების ტესტირება.

„მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები, ასევე მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი და საბაჟოს თანამშრომლები.“ - აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის ტესტირება უკვე ჩაუტარდა 934 მედპერსონალს, 74 საბაჟოს თანამშრომელს, 110 შშმ პირს, 788 ტესტი აღებულია კარანტინის სივრცეებიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google