ჯანდაცვა
კახეთში ათ საკარანტინე ლოკაციაზე 405 მოქალაქეა
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
თუმცა, კვლავ გრძელდება ნიმუშების აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
„ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე. 4 მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 405 მოქალაქე. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირება.“


სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2897 ნიმუში.

| Print |
FaceBook Twitter Google