თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სეროპრევალენტობის კვლევა ჩაუტარდება
22 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,
თელავსა და ბოლნისში დაიწყო სეროპრევალენტობის კვლევა. თელავის
მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი
: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი,
გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5
კლასტერი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის
კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სულ
აღებული იქნება 150 ნიმუში.
„ ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც
ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. დღეისთვის აღებულია 60 ნიმუში.“
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, , კვლევა
დაადგენს, როგორია კოვიდ ინფექციის გავრცელება ამ ორ რაიონში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ყველაზე მეტად დაზარალებულია კორონავირუსის
გავრცელებით, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც კორონავირუსის
დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საკონტროლოდ შეირჩა. ამ
კვლევებზე იქნება დამოკიდებული, ბოლნისში რა დამატებითი ღონისძიებები
შეიძლება დაიგეგმოს.
მასალის გამოყენების პირობები