ჯანდაცვა
კორონავირუსისგან გამოჯანრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა
ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ კლინიკა 537-მა პაციენტმა დატოვა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსის 732 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.

მათ შორის გარდაცვლილია - 12.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 300.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფორმაციას მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს.

| Print |
FaceBook Twitter Google