ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს აქვს დაუდასტურებული, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301.

ცნობისთვის, ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


| Print |
FaceBook Twitter Google