ჯანდაცვა
კორონავირუსის შემთხვევა საგარეჯოში დადასტურებულია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, მათ შეტყობინება 12 ივნისს მიიღეს.

„საგარეჯოში მცხოვრებმა მამაკაცმა მიაკითხა თბილისში, ავერსის კლინიკას რესპირატორული ჩივილებით. ექიმმა კონსულტაციის შემდგომ ეჭვი მიიტანა კორონავირუსულ ინფექციაზე და იქვე პაციენტს აუღეს ცხვირ-ხახის ნაცხი PCR ტესტირებისთვის. ტესტირების შედეგად მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. პაციენტი გადაყვანილია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.“ 

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამავე დღეს საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაიწყო ეპიდკვლევა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მოძიებულია 18 კონტაქტი. ისინი საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს. ინფექციის პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია, რის გამოც გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.
| Print |
FaceBook Twitter Google