ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა
დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თვილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, მათგან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ამ 15 პაციენტიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 საკარანტინო სივრციდანაა ოღონდ შემოტანილი, ასე ვთქვათ, იმპორტირებული, 5 ასევე საკარანტინე სივრციდან, მაგრამ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი, ერთი საბურთალოს წყაროსთან დადასტურებული კონტაქტია და 2-ის შემთხვევაში წყაროს მოძიება გრძელდება. უცნობი წყაროს რაოდენობა ალაბათ შემცირდება, მაგრამ ამისთვის რამდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდება.“


დღეისატვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 879 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 704, გარდაცვლილია - 14.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 267.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკურ ინფორმაციას ვებგვერდი stop.cov.ge აქვეყნებს.


| Print |
FaceBook Twitter Google