ჯანდაცვა
კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 84 ტესტის პასუხი ცნობილია
13 ივნისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 84 ნიმუში გაიგზავნა. როგორც დაავადებათ აკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, ყველა ტესტირების შედეგი ცნობილია და პასუხი ნეგატიურია.

მისივე განმარტებით, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
„ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. კერძოდ, ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4951 ნიმუში, აქედან 1577 მედპერსონალია, 1845 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.“

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში არცერთი პირი არ იმყოფება. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე 129 მოქალაქეა.


| Print |
FaceBook Twitter Google