ჯანდაცვა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ კლინიკა 724-მა პაციენტმა დატოვა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობა, დღეს ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 879.

გარდაცვლილია - 14.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 267.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google