ჯანდაცვა
ყარაჯალაში 10 თვის ბავშვის 7 კონტაქტის ტესტის შედეგები უარყოფითია
ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვის 7 კონტაქტის ტესტირების შედეგი ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, ყველა პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც მცირეწლოვანის დედას.

შეგახსენებთ, რომ მცირეწლოვანს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 8297 ნიმუში, აქედან 3130 მედპერსონალია, 2097 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 365, ტრაილერის მძღოლი 44, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 148, შსს- 148.
| Print |
FaceBook Twitter Google