ჯანდაცვა
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 279. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google