ჯანდაცვა
კახეთში აღებული 303 ნიმუში ნეგატიურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების მონაცემებით, ამჟამად კახეთში კარანტინის 4 ლოკაციაზე იმყოფება 273 მოქალაქე.
თვითიზოლაციაში კი 43 . არავინ არ მოხსნილა.

12 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 303 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ტესტირებულია 12216 ნიმუში, აქედან 4604 მედპერსონალია, შშმ პირი -603, ტრაილერის მძღოლი 57, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 204, შსს- 1454.

| Print |
FaceBook Twitter Google