ჯანდაცვა
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1341 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1092-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


| Print |
FaceBook Twitter Google