ჯანდაცვა
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ისევ 1092-ს შეადგენს.

კორონავირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობა სულ 1351-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google