ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 370-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 10-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით სულ 1108 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google