ჯანდაცვა
კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.


უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 221.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google