ჯანდაცვა
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია- დავით გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის საშიშროება არ არსებობს.

მისივე თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 67, ხოლო 90 პირი გამოჯანმრთელდა. დღევანდელ 18 შემთხვევას შორის კი ყველა წყარო ცნობილია - შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტი, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.

„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს ვირუსი დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება საშიშროება, რომ ინფექცია ქვეყანაში გავრცელდეს.
ეს ელემენტარული რეგულაციაა, პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ამ რვა თვის განმავლობაში, რაც კოვიდინფექცია არსებობს, არის უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაზე კარგი პრევენციის საშუალება არის პირბადის ტარება როგორც სიმპტომიანი, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრიდან. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, თუ რა პროცენტით იცავს, როდესაც პირბადე ორივე ადამიანს უკეთია. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა, დახურულ სივრცეში ყველამ ვატაროთ პირბადე. ადამიანები უკვე მოეშვნენ და მაღაზიებშიც აღარ ატარებენ პირბადეს, აღარ ატარებენ სხვა საჯარო სივრცეებში. დახურულ შენობებში კი არა, მოგეხსენებათ, საფრანგეთმა და დასავლეთ ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, 2-3 კვირის განმავლობაში სიტუაციის გაუარესების გამო, გაამკაცრეს პირბადის ტარების რეგულაციები და ჯარიმები. ჩვენ არ ვემხრობით სადამსჯელო ღონისძიებებს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თვითშეგნება, რამაც მოგვიყვანა აქამდე. გთხოვთ, დავყვეთ რეკომენდაციებს. ასევე ღია სივრცეებში, სადაც ვერ იცვლება დისტანცია, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ - პირბადე და დისტანცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში, ვიდრე იქნება ვაქცინა და მედიკამენტი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google