ჯანდაცვა
კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 243-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google