ჯანდაცვა
კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google