ჯანდაცვა
ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური ცვლილების გამო სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მოზნით დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტექსტირების ჩატარება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობს.
ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დაინციფირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რა დროსაც ტესტმა COVID-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე დღეს კი ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდათ.

არსებული ინფორმაციით, სოფელ მატანში სტუმრად იმყოფებოდა თბილისში მცხოვრები და წარმოშობით ახმეტის სოფელ აწყრიდან დაინფიცირებული ექიმი, რომელსაც კორონავირუსი 8 სექტემბერს დაუდასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google