ჯანდაცვა
კახეთიდან ტესტირებაზე 1069 ნიმუშია გაგზავნილი
კახეთის რეგიონიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 1069 ნიმუში გაიგზავნა , აქედან 750 სოფელ მატნიდან, 256 გეგმიური, ხოლო 63 სოფელ ველისციხიდან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს , მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადიან.

”მატანში ამ დრომდე გრძელდება უფასო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა , გარდა სოფელ მატნის ორი საჯარო სკოლისა, სადაც სწავლა დისტანციური მეთოდით დაიწყო. სოფელში ერთ- ერთ პედაგოგსა და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google