ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 196 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.


| Print |
FaceBook Twitter Google