ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან, სამედიცინო ცენტრ “ციტოში “ გაგზავნილი 1248 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხებიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა. დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ვითარება სრულად კონტროლდება.

,, 40 წლამდე კაცმა ცხელებით გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსს" გუშინ მიმართა, სადაც მას კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინდა. დაინფიცირებული ლაგოდეხიდან არის და მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აქამდე, არსებულ 28 შემთხვევას დღეს კიდევ ერთი დაემატა.  კონტაქტების მოსაკვლევად ლაგოდეხში ეპიდემიოლოგების ჯგუფი უკვე აქტიურად მუშაობს.” - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google