ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 187 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი.

| Print |
FaceBook Twitter Google