ჯანდაცვა
კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 265 დაემატა, განკურნებულთა რაოდენობა კი 54-ით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 584 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 781, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google