ჯანდაცვა
კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 314 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google