ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 39–მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსს უკვე მესამე პაციენტი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 120 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი

| Print |
FaceBook Twitter Google