ჯანდაცვა
კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google