ჯანდაცვა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა
კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ასე ნაწილდება: იმერეთი - 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6 შემთხვევა.

| Print |
FaceBook Twitter Google