ჯანდაცვა
კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
StopCov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა,

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401, გარდაიცვალა 178 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google